პრიმერას მე-11 ტურში "ბარსელონამ" სახლში პაკო ალკასერის დუბლით 2:1 დაამარცხა "სევილია" და ბრწყინვალე შედეგით, 31 ქულით ლიდერობს ჩემპიონატს. "ბარსამ" 10 მატჩი მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ალკასერს აქამდე ლა ლიგას მიმდინარე გათამაშების 4 შეხვედრაში მხოლოდ 1 გოლი ქონდა გატანილი.
მე-600 მატჩი ჩაატარა ასულგრანაში ლეო მესიმ და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ხავის (767) და ანდრეს ინიესტას (643) ჩამორჩება. მან ამ 600 თამაშში 523 გოლი გაიტანა და 197 საგოლე გადაცემა გააკეთა.
"ბარსელონას" ფეხბურთელებიდან ესპანეთის პირველობაზე გამართული შეხვედრების რაოდენობით ლიდერი ხავია (505), მეორე ადგილზე ინიესტაა (421), ხოლო მესამეზე ლიონელი (393), რომელმაც გუნდის ყოფილ კაპიტანს კარლეს პუიოლს აჯობა.
მართლაც შესანიშნავად ასპარეზობს "სევილია". ანდალუსიელებმა შინ "ლეგანესი" გაანადგურეს (3:0) და მე-2 ადგილზე მყარად არიან დამკვიდრებულნი. "ღამურებმა" მიჯრით 7 მატჩი მოიგეს, რაც უკანასკნელად 70 წლის წინ მოახერხეს. ისიც სათქმელია, რომ მარსელინიოს გუნდი ამ სეზონში პრიმერაზე არ დამარცხებულა.
მესამე პოზიციაზე ლა კორუნიაში, მსაჯის მიერ ძირითადი დროისათვის წამატებულ პირველ წუთზე, განელი ნახევარმცველის ტომას პარტის მიერ გატანილი გოლით გამარჯვებული მადრიდის "ატლეტიკოა" (1:0).
დღეს მადრიდის "რეალი" "ლას პალმასს" მასპინძლობს.
ვალენსია - ლეგანესი 3:0
გოლები: 14. პარეხო 1:0, 72. როდრიგო 2:0, 82. მინა (პენ) 3:0
დეპორტივო - ატლეტიკო 0:1
გოლი: პარტი 90+1
ალავესი - ესპანიოლი 1:0
გოლი: 1. სანტოსი
გაძევება: 39. ზერმოსო (ე)
ბარსელონა - სევილია 2:1
გოლები: 23. ალკასერი 1:0, 59. პიზარო 1:1, 65. ალკასერი 2:1
03:10 05-11-2017
ლა ლიგა. XI ტური: მესიმ "ბარსელონაში" ჩატარებულ მეექვსასე მატჩში გოლი ვერ გაიტანა [VIDEO]
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
ნამდვილად!!!!!!!