პეპეს მამა: ასეთი კლუბები ფეხბურთელებს ლიმონივით გამოწურავენ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოფილი მცველის პეპეს მამამ, ანაელ ფერეირამ Globo Esporte-სთვის მიცემულ ინტერვიუში "სამეფო გუნდი გააკრიტიკა:

"ასეთი კლუბები ფეხბურთელებს ლიმონივით გამოწურავენ. როდესაც მოთამაშეები იღლებიან და მათი თავიდან მოცილება უნდათ, არასაკადრისად ექცევიან.

როგორც წესი, კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე ფეხბურთელებს ხელშეკრულების განახლებას სთავაზობენ, მაგრამ პეპეს არ შესთავაზეს. მოგვიანებით კი შესთავაზეს, თუმცა უარესი ფინანსური პირობებით.

ამიტომ დაელოდა კონტრაქტის ვადის დასრულებას და "ბეშიქთაშში" გადავიდა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული