ლა ლიგას მე-12 ტურში "რეალი" სტუმრად ფრეს დასჯერდა "ატლეტიკოსთან" და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ზინედინ ზიდანის მწვრთნელობისას ბლანკოსმა პრიმერაზე გასვლაზე გოლი ვერ გაიტანა. "სამეფო გუნდის" მცველს სერხიო რამოსს როხიბლანკოს ფეხბურთელთან ლუკას ერნანდესთან შეჯახებისას ცხვირი გაუტყდა და შეცვალეს.
"ბარსელონამ" სტუმრად 3:0 დაამარცხა "ლეგანესი". დუბლის შემსრულებელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა თქვა, რომ უგოლო სერიის შემდეგ მისთვის მნიშვნელოვანი იყო თავის გამოჩენა. ძალიან უკმაყოფილონი იყვნენ "ბარსას" ფანები ნახევარმცველ პაულინიოს შეძენით, მაგრამ მან ესპანეთის ჩემპიონატზე ამ სეზონში უკვე ოთხჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. ცნობისათვის, ამდენივე გოლი გაიტანეს კრიშტიანო რონალდომ, კარიმ ბენზემამ და გარეთ ბეილმა ერთად.
მოკლედ, ასულგრანა "რეალსა" და "ატლეტიკოს" 10 ქულით გაექცა, მისი უახლოესი მდევარი "ვალენსია" კი დღეს "ესპანიოლს" სტუმრობს.
02:45 19-11-2017
"ბარსელონა" "რეალს" უკვე 10 ქულით გაექცა [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული