ლა ლიგა: "რეალმა" "მალაგას" მოუგო და ზიდანი ვითარების გამოსწორებაში დარწმუნებულია [VIDEO]

AutoSharing Option
ლა ლიგას მე-13 ტურში "რეალმა" "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაამარცხა ერთ-ერთი აუტსაიდერი "მალაგა" 3:2. გამარჯვების გოლი 76-ე წუთზე რონალდომ გაიტანა. ბლანკოსის მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ბრძანა, რომ მეტოქეები მათთან თამაშისას თავს იკლავენ, კმაყოფილია მოპოვებული 3 ქულით და სიტუაციის გამოსწორებაში დარწმუნებულია.


"ატლეტიკომ" მადრიდში გაანადგურა "ლევანტე" 5:0. დუბლები კევინ გამეირომ და ანტუან გრიზმანმა მიითვალეს. ამ უკანასკნელს პრიმერაზე ბოლო გოლი 23 სექტემბერს "სევილიასთან" ქონდა გატანილი.


საინტერესო მატჩი შედგა სევილიაში, სადაც "ჟირონა" 90+4 წუთზე პორტუს გოლით დაწინაურდა, მაგრამ შეცვლაზე
შესულმა "ბეტისის" თავდამსხმელმა კრისტიან ტელომ 1 წუთის შემდეგ საპასუხო გოლი გაიტანა და 2:2.

დღეს "მესტალიაზე" ტურის და ალბათ, უქმეების ცენტრალური შეხვედრაა - ჩინებულ ფორმაში მყოფი "ვალენსია" ჩემპიონატის ლიდერს "ბარსელონას" მასპინძლობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული