"ბლანკოსის ერთ-ერთი პრობლემა ყველასათვის ცნობილი ფეხბურთელთა თავგამოდებაა. ყველას უნდა თავი გამოიდოს და მატჩი მარტომ მოიგოს.
ერთ-ერთი მათგანი ისკოა. ის მოედნის ყოველ მონაკვეთზე იბრძვის, მაგრამ იღლება და შეხვედრის უკანასკნელი 20-25 წუთი თამაში უჭირს.
იგივეს ვიტყოდი რონალდოზე, ნებისმიერ სიტუაციაში გოლის გატანას ცდილობს. კარგად იასპარეზა "ბილბაოსთან", მაგრამ საერთოდ ვერ ამჩნევდა კარიმ ბენზემას.
რონალდო არ ეძებდა მოედანზე ბენზემას, ბენზემა კი - რონალდოს. მეორე ტაიმში ერთმანეთისთვის პასი არ მიუციათ. ეს გუნდს ვნებს".