ფიფას აზრით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიაში სახელმწიფო ერევა, რაც ამ ორგანიზაციის კანონის დარღვევაა, ფიფამ ესპანელებს ოფიციალური წერილით მიმართა და გააფრთხილა, რომ თუ გაგრძელდა პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევა, მათ ორგანიზაციაში წევრობას შეუჩერებენ და ყველა გუნდებს აუკრძალავენ საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობას.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფურია როხა მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს.