ესპანეთის ნაკრებს შეიძლება მუნდიალზე მონაწილეობის უფლება არ დართონ

AutoSharing Option
როგორც იცით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ანხელ მარია ვილიარი კორუფციაშია ბრალდებული, დაპატიმრებულია და თანამდებობიდან გადაყენებულია, მის მოვალეობას დროებით ხუან ლუის ლარეა ასრულებს და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული.

ფიფას აზრით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიაში სახელმწიფო ერევა, რაც ამ ორგანიზაციის კანონის დარღვევაა, ფიფამ ესპანელებს ოფიციალური  წერილით მიმართა და გააფრთხილა, რომ თუ გაგრძელდა პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევა, მათ ორგანიზაციაში წევრობას შეუჩერებენ და ყველა გუნდებს აუკრძალავენ საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობას.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფურია როხა მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარემ მარიანო რახოიმ განაცხადა, რომ ფურია როხა მუნდიალზე იასპარეზებს და ტურნირს მოიგებს კიდეც.
მკითხველის კომენტარები / 2 /
კიდევ კარგი, ვერც ერთ მუნდიალზე გავედით... ორმაგად მტკივნეული იქნებოდა...
მსქროლავი ტროლი
16 დეკემბერი 2017 17:39
0
თავისი კაცის გაყვანა უნდათ! ხომ გასაგებია ვინც იქნება!
xxx
16 დეკემბერი 2017 12:48
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული