სერხიო რამოსი: მუნდიალი ესპანეთის გარეშე? ეს დაუჯერებელია

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი ფურია როხას გარეშე ვერ წარმოუდგენია:

"მუნდიალი ესპანეთის ნაკრების გარეშე? ეს დაუჯერებელია. სიფრთხილე გვმართებს.

ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა კვლავ გავხდეთ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულები. შეზღუდვის გარეშე ვივარჯიშე და მატჩისათვის მზად ვარ".

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფოს მხრიდან ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში ჩარევისათვის შეიძლება ესპანეთის ეროვნულ გუნდს მუნდიალზე თამაშის უფლება არ დართონ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული