ლა კორუნიას "დეპორტივოსთან" ლა ლიგას მე-16 ტურის მატჩის პირველი ტაიმის დასასრულს "ბარსელონას" თავდამსხმელის ლუის სუარესის დარტყმული ბურთი გოლკიპერმა რუბენ მარტინესმა კარის ხაზის შიგნიდან მოიგერია, თუმცა მსაჯებმა გოლი მაინც არ დააფიქსირეს.
შეგახსენებთ, პრიმერას მე-14 ტურში "ბარსელონას" ფორვარდის ლეო მესის "ვალენსიას" კარში ანალოგიურად გატანილი ბურთი არ ჩაუთვალეს.