ვალვერდე კლასიკოზე: სატურნირო ცხრილში შენზე ქვემოთ მყოფ გუნდთან შეხვედრა კარგია

AutoSharing Option
ლა ლიგას მე-16 ტურში "დეპორტივოს" განადგურების (4:0) შემდეგ, "ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ საჩემპიონო რბოლასა და მომავალ კლასიკოზე ისაუბრა:

"ჩემპიონის ვინაობა არ გარკვეულა, "ატლეტიკო" 6 ქულით ჩამოგვრჩება, "ვალენსია" ცოტა მეტით. წინ გრძელი გზაა, დეკემბერში ოქროს მედლები არავის არ მოუგია.

როდესაც სატურნირო ცხრილში შენზე ქვემოთ მყოფ გუნდს ხვდები, ეს ყოველთვის კარგია. ე.ი. უკეთეს მდგომარეობაში ვიმყოფებით, თუმცა "რეალს" ამ ტურში არ უთამაშია. კმაყოფილები ვართ, მაგრამ კლასიკომდე ერთი კვირაა. ჩვენთვის მთავარი გამარჯვება და კარგი ხასიათის შენარჩუნებაა. ვიცით, გაგვიჭირდება, რადგან დიდ გუნდს ვხვდებით. კარგად მომზადება
და კარგად თამაში გვმართებს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული