პაულინიო: არ მეგონა "ბარსელონაში" ასე სწრაფად თუ მოვახერხებდი ადაპტაციას

AutoSharing Option
ბევრი სკეპტიკურად შეხვდა ჩინეთის "გუანჟოუ ევერგრანდის" ბრაზილიელი ნახევარმცველის პაულინიოს შეძენას, მაგრამ მან ლა ლიგას 15 მატჩში 6 გოლი გაიტანა, 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და "მუნდო დეპორტივოს" გაუმხილა, რომ ახალ გუნდში ასე უცბად ადაპტირებით თავადაც გაკვირვებულია:

"სანამ აქ გადმოვიდოდი, ვიცოდი, რომ მაკრიტიკებდნენ. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ასე იყო, მაგრამ ბედს არ ვუჩივი. ვცდილობ, გუნდისათვის სასარგებლო ვიყო. თუმცა, გამოგიტყდებით, არ მეგონა თუ ასე მალე მოვახერხებდი ადაპტირებას. ამაში პარტნიორები ძალიან დამეხმარენ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული