"მატჩი კარგად დავიწყეთ, პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო. დამარცხება ყოველთვის ძალიან სამწუხაროა. მძიმე მდგომარეობაში ვართ, ასეთია შედეგი, ასეთია ფეხბურთი.
შემადგენლობის დაყენების გადაწყვეტილება მხოლოდ მე მივიღე. კოვაჩიჩი მესის შესაჩერებლად ვათამაშე და მას ეს გამოუვიდა.
გაძევებები ხანდახან ხდება. ამის და მეტოქის მიერ განხორციელებული ცვლილებების გამო ძლიერ გაგვიჭირდა.
მეორე ტაიმში შეცდომა დავუშვით, თავს ცუდად ვიცავდით და დავისაჯეთ. წაგების გამო ჭკუიდან არ გადავალთ. მძიმე მარცხია, მაგრამ რაიმეს აუცილებლად შეცვლას არ ვაპირებთ. ჩვენ არასოდეს არ
ახლა ჩემპიონატზე შესვენება იწყება, შევაფასებთ მდგომარეობას, შეცდომებს გავაანალიზებთ. ოჯახებთან ერთად დავისვენებთ. ჯერ არაფერი არაა დაკარგული".