ხავი: "ბარსელონა" ფეხბურთს აღარ თამაშობს, ეს უკვე სპორტის სხვა სახეობაა

AutoSharing Option
"ალ სადის" ნახევარმცველმა ხავიმ კლასიკოზე გააკეთა კომენტარი:"ბარსელონა" უკვე აღარ თამაშობს ფეხბურთს. ეს უკვე თითქმის სპორტის სხვა სახეობაა. მხოლოდ პეპ გვარდიოლა ათამაშებს "მანჩესტერ სიტის" ასევე ელეგანტურად.

"ბარსა" ყოველთვის ყველაზე რთულ გზას ირჩევს. გუნდი მოედანზე სივრცეს ხედავს და გაბედულად მოქმედებს.

ერნესტო ვალვერდე 100%-ით მოერგო ასულგრანას მოდელს. მან აღადგინა კლუბის სათამაშო სტილი.

გაცილებით გაუმჯობესდა პოზიციური თამაში და მესი მოვლენების ცენტრში იმყოფება. კატალონიელები ფართოდ უტევენ, პაულინიო კი მეტოქეს საფრთხეს მოედნის სიღრმიდან უქმნის".
მკითხველის კომენტარები / 3 /
სპორტ.რუ-ზე დაიდო ეს სტატია და ყველა კვდება სიცილით, აზრი ვერ გამოიტანა ვერავინ აშკარად თარგმანშია პრობლემა ჩვენმა მაგარმა ჟურნალისტებმა პირდაპირ იქდეან დააკოპირეს.
ნიკო
05:59 25-12-2017
0
ხიბლშია ეს :)))))))))))
haha
22:09 24-12-2017
5

სიახლეები პოპულარული