სტეფან სავიჩი მონტენეგროს 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელია

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" მცველი სტეფან სავიჩი მონტენეგროს წლის საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ მეორედ გახდა.

გამოკითხვაში, რომელშიც მონაწილეობას მონტენეგროს უმაღლესი დივზიონის მწვრთნელები და გუნდების კაპიტნები იღებდნენ, 26 წლის ფეხბურთელმა 88 ხმა მოაგროვა.

"ეს დიდებული ჯილდოა, რომლითაც ჩემმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დამაჯილდოვა. ძალიან ბედნიერი ვარ", - აღნიშნა სავიჩმა.

სტეფან სავიჩი "ატლეტიკოს" ღირსებას 2015 წლიდან იცავს, იქამდე კი "ფიორენტინას" მაისურით ირჯებოდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული