As: "რეალმა" "ატლეტიკის" მეკარესთან კეპასთან კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
As-ი ირწმუნება, რომ მადრიდის "რეალმა" ბილბაოს "ატლეტიკის" 23 წლის მეკარესთან კეპა არისაბალაგასთან კონტრაქტი გააფორმა.

გამოცემის ცნობით, ბლანკოსის მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა უნდა გადაწყვიტოს, ახლა გადაიყვანოს თავის გუნდში კეპა თუ ზაფხულში, ოღონდ სეზონის დასრულების მერე გადაყვანის შემთხვევაში კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა მეტი იქნება.

არისაბალაგა ამჟამად ტრავმირებულია, მწყობრში 2 კვირაში ჩადგება და სავარაუდოდ მაშინ შეუერთდება "სამეფო გუნდს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული