"რეალმა" "ნუმანსია" სტუმრად გაანადგურა და ფაქტიურად მეოთხედფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის თასის პირველ მერვედფინალურ მატჩში "რეალს" მედგარი წინააღმდეგობა გაუწია სეგუნდას "ნუმანსიამ" და მსაჯს მასპინძელთა კარში ორი პენალტი რომ არ დაენიშნა და მე-60 წუთზე მათი თავდამსხმელი პაპე დიამანკა არ გაეძევებინა, ვინ იცის როგორ დასრულდებოდა თამაში.

აღსანიშნავია, რომ ბლანკოსმა გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზა, ორივე თერთმეტმეტრიანი ლუკას ვასკესმა მოინადირა, 3:0 გაიმარჯვა და პრაქტიკულად 1/4 ფინალში გავიდა. გოლები ბეილმა (35, პენ), ისკომ (89, პენ) და მაიორალმა (90+1) გაიტანეს. განმეორებითი შეხვედრა 11 იანვარს "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნუმანსია ცოდო იყო,პენალტი მათ სასარგებლოდ დასანიშნი იყო,ხოლო მეორე პენალტი მათ კარში,უფრო მეტად გაფორმებული იყო,ვიდრე ნაღდი კონტაქტი.მეორე პენალტს კი უკვე მესამეც მოჰყვა.
სოსო
11:06 05-01-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული