"ბარსელონამ" "ლევანტე" დაამარცხა და კოუტინიოს შეძენას მიესალმება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას მე-18 ტურში "ბარსელონამ" "ლევანტე" 3:0 დაამარცხა, გოლები ლეო მესიმ, ლუის სუარესმა და პაულინიომ გაიტანეს.

მესიმ პრიმერაზე მე-400 მატჩი ჩაატარა და 365-ე გოლი გაიტანა. ევროპის 5 საუკეთესო ჩემპიონატზე ამდენივე გოლი მხოლოდ "ბაიერნის" ყოფილ თავდამსხმელს გერდ მიულერს აქვს გატანილი.

ანდრეს ინიესტამ "ბარსაში" 650-ე შეხვედრა ჩაატარა.

პაულინიომ ლა ლიგაზე ასულგრანაში 17 მატჩში 7 გოლი გაიტანა. ასეთი შედეგით ის ჩინეთის ჩემპიონატზე არ გამოირჩეოდა.

ნამატჩევს ბარსელონელებმა გუნდში ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიოს გადასვლაზე გააკეთეს კომენტარი.

ერნესტო ვალვერდე (მწვრთნელი):"კოუტინიო ჩვენი გუნდისთვის სასარგებლო იქნება. მას გოლების გატანაც
შეუძლია, საგოლე გადაცემების გაკეთებაც და დაცვის დახმარებაც. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ტრანსფერია".

ლუის სუარესი:"ძალიან გამიხარდა ფილიპეს ჩვენთან გადმოსვლა. შესანიშნავი ფეხბურთელია და "ბარსაში" ადაპტაცია არ გაუჭირდება".

პაულინიო:"გოლის გატანაზე მეტად 3 ქულის მოპოვებამ გამახარა. კოუტინიო ჩინებული ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, ძალიან დაგვეხმარება".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული