ზინედინ ზიდანი: არ ვაპირებ საჩემპიონო შანსებზე ყოველკვირა ვილაპარაკო

AutoSharing Option
პრიმერას მე-18 ტურში "სელტასთან" ნამატჩევს (2:2) "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "მარკას" შემდეგი განუცხადა:

"არ ვაპირებ საჩემპიონო შანსებზე ყოველკვირა ვილაპარაკო. თუ ქულების დაკარგვას გავაგრძელებთ, ჩემპიონობაზე ფიქრს თავი უნდა დავანებოთ. უბრალოდ, უნდა ვიბრძოლოთ.

შედეგით ყველანი უკმაყოფილოები ვართ. განსაკუთრებით გამაღიზიანა მეორე ტაიმში ჩვენმა თამაშმა. გაცილებით უკეთ გვმართებდა ასპარეზობა. მეტოქემ გვაჯობა. უკეთ მიმართავდნენ პრესინგს, ჩვენ კი ბევრი შეცდომა დავუშვით. ამისათვის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ".
მკითხველის კომენტარები / 5 /
გამართლებას+მსაჯები+რამოსი=3 ჩემპიონთა ლიგას
mussa
20:19 08-01-2018
0
ლიგა მსაჯის ცკალობიტ აიგო, ბავარია აბურტავედა ჰაერში
gaza
14:41 08-01-2018
2

სიახლეები პოპულარული