ზინედინ ზიდანი: არ ვაპირებ საჩემპიონო შანსებზე ყოველკვირა ვილაპარაკო

AutoSharing Option
პრიმერას მე-18 ტურში "სელტასთან" ნამატჩევს (2:2) "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "მარკას" შემდეგი განუცხადა:

"არ ვაპირებ საჩემპიონო შანსებზე ყოველკვირა ვილაპარაკო. თუ ქულების დაკარგვას გავაგრძელებთ, ჩემპიონობაზე ფიქრს თავი უნდა დავანებოთ. უბრალოდ, უნდა ვიბრძოლოთ.

შედეგით ყველანი უკმაყოფილოები ვართ. განსაკუთრებით გამაღიზიანა მეორე ტაიმში ჩვენმა თამაშმა. გაცილებით უკეთ გვმართებდა ასპარეზობა. მეტოქემ გვაჯობა. უკეთ მიმართავდნენ პრესინგს, ჩვენ კი ბევრი შეცდომა დავუშვით. ამისათვის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ".
მკითხველის კომენტარები / 5 /
რამდენიმე წლის წინ ბარსას გაცილებით ძლიერი შემადგენლობა ჰყავდა,მაგრამ მათაც ვერ შესძლეს ორჯერ ზედიზედ ლიგის მოგება,ფიზიკური და უფრო მორალური ძალა აღარ ეყოთ.რეალმა ეს შესძლო და ახლა სრულიად ბუნებრივია ჩავარდნა.უფრო არაბუნებრივი იქნებოდა ეს რომ არ მომხდარიყო.რაღაც დრო იქნება აუცილებელი,რომ გუნდმა ისევ შეიძინოს ძველებური მუხტი.
სოსო
11:09 08-01-2018
0
რაღა დროის ჩემპიონობაზე ფიქრია, მესამე ადგილი არ გაგიფრიბდეს არაბო
მერაბი გ.
07:50 08-01-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული