"არ ვაპირებ საჩემპიონო შანსებზე ყოველკვირა ვილაპარაკო. თუ ქულების დაკარგვას გავაგრძელებთ, ჩემპიონობაზე ფიქრს თავი უნდა დავანებოთ. უბრალოდ, უნდა ვიბრძოლოთ.
შედეგით ყველანი უკმაყოფილოები ვართ. განსაკუთრებით გამაღიზიანა მეორე ტაიმში ჩვენმა თამაშმა. გაცილებით უკეთ გვმართებდა ასპარეზობა. მეტოქემ გვაჯობა. უკეთ მიმართავდნენ პრესინგს, ჩვენ კი ბევრი შეცდომა დავუშვით. ამისათვის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ".