ბართომეუ: ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი დავიმატეთ

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

კატალონიელთა პირველი პირის თქმით, მათ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი დაიმატეს.

"მინდა მიღწეული შეთანხმებისთვის "ლივერპულს" მადლობა გადავუხადო.

ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი დავიმატეთ. ვფიქრობ, რომ იგი "ბარსელონაში" თავის საუკეთესო თვისებებს კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენს.

მისი შეძენა სხვა კლუბებსაც სურდათ, თუმცა, მან ჩვენთან გადმოსვლა არჩია", - აღნიშნა ბართომეუმ.

მომზადებულია football-espana-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული