ზიდანს "რეალში" კეპას გადასვლა თავისი შვილის გამო არ უნდა

AutoSharing Option
კატალონიური "დიარიო სპორტისთვის" ცნობილი გახდა მიზეზი, თუ რატომ არ უნდა "რეალის" მწვრთნელს ზინედინ ზიდანს "ატლეტიკის" გოლკიპერის კეპა არისაბალაგას გადაყვანა.

გამოცემა ამტკიცებს, რომ ზიდანის აზრით, კეპას შეძენა ხელს შეუშლის გუნდში მისი შვილის, 19 წლის ლიუკას პროგრესს, რომელიც "კასტილიას" მეკარეა.

არისაბალაგას ყიდვა ძალიან უნდა კლუბის პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს და შეიძლება ამის გამო ზინედინთან კონფლიქტი მოუვიდეს.

შეგახსენებთ, ზიდანის 22 წლის შვილმა, ნახევარმცველმა ენცომ "ალავესში" თავი ვერ გამოიჩინა და "ლოზანაში" გადავიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული