ერნესტო ვალვერდე: კოუტინიოს გამო გუნდის თამაშის შეცვლა არ მომიწევს

AutoSharing Option
"ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ განაცხადა, რომ ფილიპე კოუტინიოს დამატების შემდეგ, გუნდის სათამაშო სტილს არ შეცვლიან:

"კოუტინიოს ჯერ თამაში არ შეუძლია, დემბელეს კი ორივე ფლანგზე შეუძლია მოქმედება. მხოლოდ მცირედი ცვლილება მოხდება, ძირითადად კი ყველაფერი ძველებურად დარჩება. ფილიპეს გუნდის გაძლიერება შეუძლია. ყველა ფეხბურთელი განსხვავებულია და გუნდს რაღაც ახალს სძენს.

იმედია, კოუტინიოს შემთხვევაშიც ასე იქნება. სამივე ფრონტზე გამარჯვებისთვის ვიბრძვით და გვინდა ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ. მიმაჩნია, რომ ჩვენი ფეხბურთელები საუკეთესოები არიან".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული