ტონი კროოსი: ახლა ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა

AutoSharing Option
ლა ლიგას მე-19 ტურში "ვილიარელთან" განცდილი მარცხი და მიმდინარე სეზონში ჩემპიონატზე გუნდის პერსპექტივა "რეალის" ნახევარმცველმა ტონი კროოსმა ობიექტურად შეაფასა:

"უკვე რამოდენიმე მატჩია ერთი პრობლემა გვაქვს - კარგად ვთამაშობთ, მაგრამ გოლი ვერ გაგვაქვს. გვჭირდება გოლები, გამარჯვებები, ქულები, რაც ამ მომენტში არა გვაქვს და ეს ძალზედ მძიმეა.

ჩვენ ვცდილობთ, ვმოძრაობთ, ვთამაშობთ. დღეს გუნდი კარგად გაისარჯა. ყველაფერი ვცადეთ, თუმცა მოსაგები შეხვედრა ისევ ვერ მოვიგეთ. ამ სეზონში კიდევ ბევრი მატჩი გვაქვს ჩასატარებელი და ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ.

შესაძლებელია თუ არა "ბარსელონასთან" 16-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა? ჩვენი
მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაზე უნდა ვიფიქროთ. ჩემის აზრით, ჩვენი მიზანი ასეთი უნდა იყოს, რადგან 16 ქულა ძალიან ბევრია. მეორე ან მესამე ადგილის დასაკავებლად გვმართებს ბრძოლა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული