"ესპანიოლმა" თასზე "ბარსელონა" დაამარცხა, მესიმ პენალტი ისევ ვერ გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
ესპანეთის თასის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში "ესპანიოლის" მწვრთნელმა კიკე ფლორესმა საბრძოლო შემადგენლობა დააყენა.

ხოლო "ბარსელონას" თავკაცმა ერნესტო ვალვერდემ როტაციას მიმართა და სათადაიგო შემადგენლობის რამოდენიმე ფეხბურთელი ათამაშა.

მასპინძლებმა დებიუტში სტუმართა შეტევებს გაუძლეს და შუა ტაიმში მეტოქის ნახევარზეც გადავიდნენ, თუმცა სახიფათო მომენტი არ შეუქმნიათ.

62-ე წუთზე გრანეროსთან ბრძოლაში რობერტომ პენალტი მოინადირა, თერთმეტმეტრიანი კი მესის დიეგო ლოპესმა აუღო, შეხვედრის დასასრულს 20 წლის ნახევრმცველმა მელენდომ სილესენს გოლი გაუტანა - 1:0.

ამით ყველა ტურნირზე "ბარსას" 29-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა  და ნახევარფინალისტის ვინაობა 25 იანვარს "კამპ ნოუზე"
გაირკვევა.


მოულოდნელი საშინაო მარცხი იწვნია მადრიდის "ატლეტიკომ".

"როხიბლანკო" საკუთარ მოედანზე "სევილიასთან" 1:2 დამარცხდა, რითაც ვინჩენცო მონტელამ "დალაქების" მწვრთნელის რანგში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

73-ე წუთზე "ვანდა მეტროპოლიტანოს" ბინადრები დიეგო კოშტამ დააწინაურა.

მე-80 წუთზე ხეხუსის ნავასის ჩაწოდების შემდეგ, მადრიდელთა მეკარე მოია უხეშად შეცხდა და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

88-ე წუთზე კი, ხოაკინ გორეამ გამარჯვების გოლი გაიტანა. განმეორებითი შეხვედრა "სანჩეს პისხუანზე", 23 იანვარს გაიმართება.


დაგეგმილი, მაგრამ ძნელად მიღწეული გამარჯვება მოიპოვა "ალავესთან" საშინაო მატჩში "ვალენსიამ".

"ღამურების" კარი 66-ე წუთზე რუბენ სორინომ აიღო.

"მესტალიას" ბინადრებმა გარდატეის შეტანა ბოლოსკენ მოახერხეს. ჯერ გონსალო გუედეშის დარტყმულ ბურთზე მეკარე შეცდა და წონასწორობა აღდგა, 82-ე წუთზე კი როდრიგომ იმავე კარის დარაჯ სივერას ახლო კუთხეში გაუტანა და საბოლოო ანგარიში 2:1 დააფიქსირა.

"ალავესი" საკუთარ მოედანზე "ვალენსიას" 24 იანვრას უმასპინძლებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული