უმტიტიმ ტრავმა მოირჩინა და "ბეტისთან" სათამაშოდ მზადაა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ბარსელონას" მცველმა სამუელ უმტიტიმ ტრავმა მოირჩინა, გუნდთან ერთად ივარჯიშა და შეიძლება დღეს ლა ლიგას მე-20 ტურში  "ბეტისთან" ითამაშოს კიდეც.

ტრავმების გამო ამ შეხვედრას გამოტოვებენ უსმან დემბელე, ანდრეს ინიესტა და ხავიერ მასკერანო, ხოლო რაფინია "ინტერში" გადადის და მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ სევილიაში არ იახლა.

რაც შეეხება გუნდის ახალწვეულ კოლუმბიელ მცველს იერი მინას, ვალვერდემ განაცხადა, რომ ადაპტაციისათვის დრო სჭირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული