პსჟ-ის ბრაზილიელი ვარსკვლავი "სამეფო კლუბს" მწვანე შუქს იმ შემთხვევაში აუნთებს, თუ კლუბი მასთან ერთად ანტუან გრიზმანსა და ედენ აზარსაც დაიმატებს.
სამხრეთამერიკელს არ სურს, მაურო იკარდისა და ჰარი კეინთან ერთად ითამაშოს, რომელ ფეხბურთელებსაც "რეალს" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში უკავშირებენ.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი პსჟ-ის რიგებში მიმდინარე სეზონის დაწყების წინ სარეკორდო თანხად, 222 მილიონ ევროდ გადავიდა.