სუპერსენსაცია: "რეალი" თასიდან გამოვარდა. რა ელის ზიდანს? [VIDEO]

AutoSharing Option
აბა, ვინ წარმოიდგენდა თუ ესპანეთის თასის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში, სტუმრად "ლეგანესის" დამარცხების (1:0) შემდეგ, მადრიდის "რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" 1:2-ს წააგებდა ლა ლიგას ამ საშუალოზე უფრო დაბალი დონის გუნდთან და გათამაშებას გამოეთიშებოდა?

პრიმერაზე წარუმატებელი ასპარეზობის გათვალისწინებით, ეს ბლანკოსისთვის ნამდვილი კატასტროფაა.

"სამეფო გუნდის" მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ალბათ, დარწმუნებული იყო ნახევარფინალში გასვლაში და ისევ ნახევრადსარეზერვო შემადგენლობა დაუპირისპირა მეტოქეს.

დებიუტში ისკომ ვერ ისარგებლა მცველების შეცდომით და ანგარიში ვერ გახსნა, ცოტა ხანში კი ბოვემ საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა. ამის მერე თამაში ცოტა დაწყნარდა. დაწყნარდა იქამდე,
სანამ ხაკიმიმ და ნაჩომ შეცდომა დაუშვეს და ერასომ 31-ე წუთზე კასილიას გოლი გაუტანა.

ნაანტრაქტევს ბენზემამ ვასკესის პასი მიიღო და თანაფარდობა აღადგინა. თითქოს ყველაფერი თავის ადგილას დადგა, თუმცა ნურას უკაცრავად - 55-ე წუთზე ერასომ კუთხური ჩააწოდა, გაბრიელმა კი თავურით მეორედ დაამწუხრა მასპინძლები.

მდგომარეობის გამოსასწორებლად მასპინძლებს საკმაო დრო ჰქონდათ, (ბოლო 10 წუთი ცენტრფორვარდის პოზიციაზე სერხიო რამოსმა აიწია), მაგრამ ვერ ივარგეს, თან "ლეგანესის" მეკარე შამპანი იდგა მოწოდების სიმაღლეზე.

მოკლედ, "რეალი" თასს დაემშვიდობა, დიდი ალბათობით პრიმერასაც ვერ მოიგებს, დარჩა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგა და ისმის ლოგიკური კითხვა - ჩაამთავრებს კი ზიდანი სეზონს ბლანკოსის მწვრთნელად?

აღსანიშნავია, რომ "სამეფო გუნდი" ზედიზედ მეოთხედ ვერ გავიდა თასის ნახევარფინალში და ტურნირს ამ პერიოდში მუდამ "ბარსელონა" იგებს.


ნახევარფინალის საგზური მძიმე ბრძოლაში მოიპოვა "ვალენსიამ". "ღამურებმა" საკუთარ მოედანზე "ალვაესს" 2:1 მოუგეს, გასვლით შეხვედრაში კი ამავე ანგარიშით დამარცხდნენ.

მასპინძელთაგან გოლების ავტორები, მუნირ ელ ჰადადი და რუბენ სობრინო გახდნენ. მაურისიო პელეგრინოს კლუბიდან კი ერთი გოლი სანტი მინამ გაიტანა.

საბოლოოდ, საჭირო თერთმეტმეტრიანების სერიის დანიშვნა გახდა, სადაც უკეთესი "ვალენსია" აღმოჩნდა. მათმა მეკარე ხუამი დომენეკმა 2 პენალტი მოიგწერია და შეხვედრის გმირი გახდა.

ესპანეთის თასის ნახევარფინალური ეტაპის საგზური, "სევილიამ", "ლეგანესმა" და "ალავესმა" მოიპოვეს. დღეს ბოლო ნახევარფინალისტის ვინაობას, "ბარსელონასა" და "ესპანიოლის" შეხვედრა გაარკვევს.


მკითხველის კომენტარები / 4 /
ასე,როგორ შეიძლება,გუნდი კრიზისშია,ცუდი დრო უდგას და ასეთი შემადგენლობის დაყენება? ან მრჩევლები არ ყავს ზიდანს ან საერთოდ პატრონი დღეს დრეობით ყაავს რეალს? აგერ უკვე რამდენიმე წელია ხეირიანი ფეხბურთელი არავინ უყიდიათ,არადა გუნდს განვითარება და წისვლა სჭირდება,მარტო რონალდოს ხარჯზე სულ წარმატებას ვერ მიაღწევ,მოსაშორებელია პერესი სასწრაფოდ,მტელ შემოსავალს საკუტარ ანგარიშზე ირიცხავს და აი სედეგიც სახეზეა,გადასახედია ზიდანის კვალიფიკაციის საკითხიც და სავე ბევრი რამაა შესაცვლელი რეალის ცხოვრებაში.
roma
16:28 25-01-2018
1
ზიზუს დაკოდავენ თებერვალში
ზვიადი
14:28 25-01-2018
0

სიახლეები პოპულარული