"ბარსელონა"-"ესპანიოლი": იყო გაცილება, საიუბილეო გოლი, დებიუტი და გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის თასის პირველი მეოთხედფინალური მატჩი "ბარსელონას" "ესპანიოლთან" 0:1 ჰქონდა წაგებული და განმეორებით შეხვედრაში საჭირო ანგარიშით რევანშის აღება ესაჭიროებოდა.

მატჩის დაწყებამდე გუნდიდან საზეიმოდ გააცილეს არგენტინელი მცველი ხავიერ მასკერანო, რომელიც 7.5 წელი იცავდა "ბარსას" ღირსებას. ვეტერან არგენტინელს 79 774-მა გულშემატკივარმა ოვაციები გაუმართა.

უპირატესობას თავიდანვე მასპინძლები დაეუფლნენ და როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი ძალებით შეუტიეს. შეუტიეს და მალევე გახსნეს ანგარიში - ალეიშ ვიდალის პასით ლუის სუარესმა თავურით დალაშქრა პაუ ლოპესის კარი, ხოლო 25-ე წუთზე ლეო მესიმ რიკოშეტით მეორედ დაამწუხრა სტუმრები. ეს "კამპ ნოუზე" მისი
მე-400 გოლი იყო და თანაც, ამ არენაზე ასულგრანას მე-4 000 გოლი.

68-ე წუთზე ფილიპე კოუტინიო შევიდა შეცვლაზე ანდრეს ინიესტას ნაცვლად და ბრაზილიელის ნანინანატრი დებიუტიც შედგა ბლაუგრანაში.

მოკლედ, ამ შეხვედრაში ყველაფერი იყო და რაც მთავარია, იყო ლამაზი ფეხბურთი, რისთვისაც აგრერიგად გვიყვარს სპორტის ნომერი პირველი სახეობა.

ასე და ამგვარად, "ბარსელონა" ზედიზედ მერვედ გავიდა ნახევარფინალში  და მისი მეტოქე კენჭისყრის შედეგად გაირკვევა. ნახევარფინალები 31 იანვარს და 7 თებერვალს ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
საოცარია, მე-4000 გოლი კამპ ნოუზე, და მე-400 ერთდროულად, ანუ გამოდის რო ლეოს ამ სტადიონზე ყოველი მე-10 გოლი აქვს გატანილი, და ისიც საინტერესოა რამდენმა ფეხბურთელმა გაიტანა ის 3600 დარჩენილი გოლი.
გიორგი
15:50 26-01-2018
0
რეკოშეტი
0

სიახლეები პოპულარული