რაიან გიგზი: გარეთ ბეილი არსადაც არ აპირებს გადასვლას

AutoSharing Option
უელსის ნაკრების მწვრთნელი რაიან გიგზი "რეალის" ფორვარდის, გარეთ ბეილის შესახებ "მარკას" ესაუბრა:

"გარეთი შესანიშნავი ფეხბურთელია, ერთ-ერთი საუკეთესო. ნაკრებშიც ჩინებულად თამაშობს. დიახ, მთავარი გუნდია და გუნდში საუკეთესოები გვჭირდება. ბეილი კი სწორედ ასეთია.

რა თქვა ბლანკოსზე? რომ იქ თავს ბედნიერად გრძნობს. იცის, კლუბი და მწვრთნელი პატივს სცემენ და უნდა აჩვენოს გულშემატკივრებს, რაც შეუძლია.

"მანჩესტერი"? მე ამის შესახებ არაფერი არ ვიცი, მაგრამ "რეალის" დატოვება არ უნდა. არც "რეალი" აპირებს მის გაყიდვას. "იუნაიტედი" ბეილისთვის კარგი ვარიანტია, თუმცა ვფიქრობ, ახლა ეს საჭირო არაა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული