"ბარსელონა" "მესტალიაზე" ერთგოლიანი ფორით მიემგზავრება[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამ სეზონში დიდებული სტარტის შემდეგ "ვალენსიამ" თანდათან დააგდო აღებული ტემპი და "კამპ ნოუს" "რეალთან" განადგურებიდან (1:4) 5 დღის მერე ესტუმრა, ხოლო "ბარსელონამ" ლა ლიგას უკანასკნელ ტურში სახლში "ალავესს" (2:1) ძლივს სძლია.

ესპანეთის თასის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში "ბარსას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა ბრაზილიელი ნახევარმცველები პაულინიო და კოუტინიო და მხოლოდ მეორე ტაიმში შეუშვა შეცვლაზე. ეს თასზე ინიესტას 71-ე მატჩი გახლდათ და თავისი გუნდიდან ამ მაჩვენებლით მხოლოდ ჟოზეპ სამიტერს (75 მატჩი) ჩამორჩება.

პირველ ტაიმში მასპინძლები ბევრს და უშედეგოდ უტევდნენ, ნანტრაქტევს
კი მათი იერიშები უფრო გამძაფრდა და სუარესმა მესის პასით გამარჯვების გოლი გაიტანა. ურუგვაელმა ბოლო 11 მატჩში 13 გოლი გაიტანა, ხოლო "ვალენსია" 9 შეხვედრაში 9-ჯერ დაამწუხრა. კატალონიელები დარჩენილ დროში ანგარიშის გაზრდას შეეეცადნენ, მომენტებიც ჰქონდათ, მაგრამ ხან დამაგვირგვინებელ ფაზაში ვერ ვარგობდნენ და ხან "ღამურების" მეკარე ხაუმე იდგა მოწოდების სიმაღლეზე.

აღსანიშნავია, რომ ასულგრანას მიერ კარისკენ დარტყმული 15 ბურთიდან 9 ლეოს ანგარიშზეა. კვლავ ვერაფრით გამოიჩინა თავი კოუტინიომ, რომელსაც ახალ გუნდში ადაპტაციისთვის დრო სჭირდება.

ასე და ამგვარად, ბლაუგრანა "მესტალიაზე" ოდენ ერთგოლიანი ფორით მიემგზავრება.

"კამპ ნოუ" 50 959 მაყურებელი
ბარსელონა: სილესენი - ალბა, უმტიტი, პიკე, სერხი - ინიესტა (72. ალკასერი), ბუსკეტსი, რაკიტიჩი (67. პაულინიო), ვიდალი (59. კოუტინიო) - სუაესი, მესი
ვალენსია: ხაუმე - გაია, ვეზუ, გაბრიელი, მონტოია - პერეირა (46. მაქსიმოვიჩი), კოკლენი, პარეხო, სოლერი (76. ტორესი) - ვიეტო, როდრიგო (80. მინა)
გოლი: 1:0 სუარესი (67)
გაფრთხილება: სერხი (35), პერეირა (41), ვიეტო (50), სოლერი (53)
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბატონო ზაკო, ვალენსიაში ვცხოვრობდი საკმაოდ დიდხანს და ყველა ვალენსიელი მესტაიას ეძახის, იციან ალბათ რა ქვია და უნდა დავუჯეროთ პ.ს იხვი, ბატი, კაკაბი და ზარნაშო რა შუაშია ვერ გავიგე
ზურა
11:03 02-02-2018
0
მესტაია კარგი იყოოოოო ....დდდ
ruslani
10:49 02-02-2018
0

სიახლეები პოპულარული