ვალვერდე: არ ვიცი კიდევ რა უნდა გავაკეთოთ, რომ სტადიონზე გულშემატკივრები მოვიდნენ

AutoSharing Option
"ვალენსიასთან" ესპანეთის თასის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრას 99 354-იან "კამპ ნოუზე" მხოლოდ 50 959 მაყურებელი დაესწრო (51%). სწორედ ამაზე და განვლილ შეხვედრაზე ისაუბრა "ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ:

"ჩვენ მთელი 90 წუთის მანძილზე ვდომინირებდით, მაგრამ მეტოქეს შედეგის მისაღწევად თავისი გეგმა ჰქონდა. მათი მიზანი მეორე მატჩისთვის შანსის შენარჩუნება იყო. ასე კარგად ჩვენს წინააღმდეგ თავი არავის არ დაუცავს. კარგი შედეგია, რადგან გოლი გავიტანეთ და არ გაგვიშვია. თუმცა, წინ გასვლითი თამაში გველის და გამარჯვებულის ვინაობა ცნობილი არაა.

რაც შეეხება სტადიონზე დასწრებას, არ ვიცი კიდევ რა
უნდა გავაკეთოთ, რომ არენაზე გულშემატკივრები მოვიდნენ. ზამთარია და ხალხი მუშაობს. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რათა გულშემატკივრებმა ისიამოვნონ".
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბარსა და რეალი ისეთი კლუბებია,რომელსაც გულშემატკივარი შედეგის გარდა სილამაზესაც სთხოვს.უკვე რამდენი წელია ბარსა ფეერიულ ფეხბურთს თამაშობდა,ზღაპარს და მულტფილმებში ნანახს რომ ჰგავდა.ვალვერდემ ეს ზღაპარი თამაში პრაგმატულ რელსებზე გადაიყვანა და თითქოს შედეგიც სახეზეა,გუნდი არ აგებს,მაგრამ გაქრა ძველი სიმსუბუქე,სილამაზე,ბურთის ფილიგრანული გათამაშება,ზოგჯერ გოლზე უფრო რომ ახარებს მაყურებელს და რატომ ღა უკვირს ვალვერდეს მაყურებლის შემცირება,მე ეს მაოცებს.მაყურებელი მიეჩვია მთლიანად ვარსკვლავ გუნდს და ახლა მხოლოდ მესის გენია,სუარესი და ინიესტა საკმარისი აღარაა მათთვის.ახლა ბარსა შეიძლება უფრო ძლიერიც კია (თუმცა არც ეს მჯერა)ძველ ბარსაზე,მაგრამ სანახაობამ მოიკლო.სა-ნა-ხა-ო-ბამ.
სოსო
18:18 02-02-2018
2

სიახლეები პოპულარული