ჯამპაოლო პაცინი: შესანიშნავი დებიუტი გამომივიდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა" მორიგი 2 ქულა დაკარგა, რომელიც დიდწილად "ლევანტეს" ახალწვეულის ჯამპაულო პაცინის დამსახურებაა. "პაცომ" "სამეფო კლუბის" კარი მატჩის ბოლო წუთებზე აიღო და ზინედინ ზიდანის გუნდი მხოლოდ ქულის ამარა დატოვა.

"ეს ფეხბურთელისთვის საოცნებო დებიუტია. ჩემთვისაც და გუნდისთვისაც დიდებული საღამო აღმოჩნდა. ითამაშო ლა ლიგაში და პირველივე მატჩში დალაშქრო "რეალის" კარი ეს დიდებული რამაა. ფანტასტიური იყო იმ ბედნიერების დანახვა, რასაც ფანები გაციდიდნენ.

აქ გადმოსვლის პირველივე დღიდან თავს შესანიშნავად ვგრძნობ და ეს ფეხბურთელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია", - აღნიშნა პაცინიმ.

შეგახსენებთ, რომ პაცინი სევილიურ კლუბში "ვერონადან"
იჯარით გადავიდა, მას კარიერის განმავლობაში "მილანისა" და "ინტერის" ფორმაც მოურგია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული