ლინეკერი - მესიზე: არ მეგონა თუ მარადონაზე უკეთეს ფეხბურთელს ვნახავდი

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა გარი ლინეკერმა "მუნდო დეპორტივოს" თავის ყოფილ გუნდზე "ბარსელონაზე" ესაუბრა:

"პიკემ რაც გააკეთა, ასეთი რამეები ხდება ხოლმე, მითუმეტეს, როდესაც ძლიერ მოწინააღმდეგეს ხვდები. რასაც ხანდახან ის აკეთებს, ეს ნორმალურია. იუმორის გრძნობა მაქვს, უფრო სერიოზული მოვლენებიც არსებობს, რომლებიც ვნებენ ფეხბურთს. შესანიშნავად მესმის "ესპანიოლის" გულშემატკივრების, მაგრამ ფეხბურთში უარესიც მინახავს.

"ჩელსი" ამჟამად საუკეთესო მდგომარეობაში არაა და ეს ფეხბურთელებს გადაეცემა. "ბარსელონას" კი მესი ჰყავს, რომელსაც ნებისმიერი მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. ასე რომ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "ბარსა" ფავორიტია.

ლეო მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში
საუკეთესო ფეხბურთელია. როდესაც მარადონასთან ერთად ვთამაშობდი, არ მეგონა თუ მასზე უკეთეს ფეხბურთელს ვნახავდი. მესი უცხოპლანეტელია, ზოგიერთ შეხვედრაში შეუძლებელს აკეთებს. რონალდო ჩინებული ფეხბურთელია, ბევრი გოლი გააქვს, ლიონელს კი გოლებიც გააქვს და გუნდზეც თამაშობს. მისი დრიბლინგი, გადაცემები - მსოფლიოში არავინ არ აკეთებს თავისი გუნდისთვის უფრო მეტს".
მკითხველის კომენტარები / 1 /
ასპროცენტიანი შეფასებაა,ნაღდი პროფის.
BARSA CHAMPION
09:54 09-02-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული