"ბარსელონას" მცველმა ჟერარდ პიკემ ლა ლიგას 22-ე ტურში "ესპანიოლთან" მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო და როგორც იუწყეს, ერთი თვე მოუწევდა ბიულეტენზე ყოფნა. თუმცა, ახლა კლუბის ტვიტერი გვამცნობს, რომ მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ის ვალენსიაში თან იახლა და არაა გამორიცხული, ესპანეთის თასის განმეორებით 1/2-ფინალურ შეხვედრაში "ღამურებთან" ათამაშოს.
ვალვერდე პიკეს დღევანდელ ვარჯიშზეც დააკვირდება და ამის შემდე გადაწყვეტს ათამაშოს თუ არა.
შეგახსენებთ, "ბარსამ" "ვალენსია" "კამპ ნოუზე" 1:0 დაამარცხა.