ლა ლიგა. XXIII ტური: ნუთუ, "რეალი" პსჟ-სთანაც ასე მაგრად ითამაშებს? [VIDEO]

AutoSharing Option
ამ სეზონში არასტაბილურად მოასპარეზე "რეალმა" ლა ლიგას 23-ე ტურში საკუთარ მოედანზე შავი დღე აყარა "სოსიედადს" (5:2).

ბასკები პირველივე ტაიმში გაბითურდნენ ბლანკოსთან, 0:4 წააგეს, ამას გარდა ორჯერ მოხვდა ბურთი მათი კარის ძელს და მადრიდელები პენალტს ითხოვდნენ, თავად კი კეილორ ნავასი საერთოდ არ შეუწუხებიათ.

მეორე ტაიმში "სამეფო კლუბმა" ნება-ნება ითამაშა და სტუმრებმა 2 გოლის გატანა მოახერხეს.

რონალდომ 2016 წლის შემდეგ პირველად მიითვალა პრიმერაზე ჰეთ-თრიკი და საკლუბო კარიერაში 550 გოლი გაიტანა.

მოკლედ, ზინედინ ზიდანის გუნდმა გაიბრწყინა და საკითხავია, ასევე წარმატებით ითამაშებს თუ არა
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში პსჟ-სთან?


"ატლეტიკომ" ანტუან გრიზმანის მიერ მე-40 წამზე გატანილი გოლით სტუმრად დაამარცხა აუტსაიდერი "მალაგა" და "ბარსელონას" 6 ქულითღა ჩამორჩება.


"ბარსა" დღეს "ხეტაფეს" მასპინძლობს და ვნახოთ, შეძლებს თუ არა როხიბლანკოსთან ქულათა სხვაობის კვლავ 9-მდე გაზრდას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული