ამ სეზონში არასტაბილურად მოასპარეზე "რეალმა" ლა ლიგას 23-ე ტურში საკუთარ მოედანზე შავი დღე აყარა "სოსიედადს" (5:2).
ბასკები პირველივე ტაიმში გაბითურდნენ ბლანკოსთან, 0:4 წააგეს, ამას გარდა ორჯერ მოხვდა ბურთი მათი კარის ძელს და მადრიდელები პენალტს ითხოვდნენ, თავად კი კეილორ ნავასი საერთოდ არ შეუწუხებიათ.
მეორე ტაიმში "სამეფო კლუბმა" ნება-ნება ითამაშა და სტუმრებმა 2 გოლის გატანა მოახერხეს.
რონალდომ 2016 წლის შემდეგ პირველად მიითვალა პრიმერაზე ჰეთ-თრიკი და საკლუბო კარიერაში 550 გოლი გაიტანა.
მოკლედ, ზინედინ ზიდანის გუნდმა გაიბრწყინა და საკითხავია, ასევე წარმატებით ითამაშებს თუ არა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში პსჟ-სთან?
"ატლეტიკომ" ანტუან გრიზმანის მიერ მე-40 წამზე გატანილი გოლით სტუმრად დაამარცხა აუტსაიდერი "მალაგა" და "ბარსელონას" 6 ქულითღა ჩამორჩება.
"ბარსა" დღეს "ხეტაფეს" მასპინძლობს და ვნახოთ, შეძლებს თუ არა როხიბლანკოსთან ქულათა სხვაობის კვლავ 9-მდე გაზრდას.
02:29 11-02-2018
ლა ლიგა. XXIII ტური: ნუთუ, "რეალი" პსჟ-სთანაც ასე მაგრად ითამაშებს? [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული