"ბარსელონას" ზედიზედ მეორე ფრე ლა ლიგაზე

AutoSharing Option
პრიმერას 23-ე ტურში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე ვერ დაამარცხა (0:0) "ხეტაფე", ამ სეზონში ჩემპიონატზე პირველად ვერ გაიტანა გოლი, ზედიზედ მეორე მატჩში დასჯერდა ფრეს, ხოლო "ხეტაფემ" მიჯრით მეოთხე შეხვედრა დაასრულა ყაიმით.

ნამატჩევს კომენტარი "ბარსას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ გააკეთა:"უკმაყოფილოები ვართ. რას იზამ, ხდება ხოლმე. შესაძლოა, ნაპერწკალი გვაკლდა. ის არ იყო.

მეტოქე თავის ფეხბურთს თამაშობდა, ხშირად არღვევდა წესებს მოედნის ცენტრში. ძალიან უხერხული მოწინააღმდეგეა.

იერი მინას და ლიუკა დინის ასპარეზობით კმაყოფილი ვარ. მათ რთულ ამოცანას თავი წარმატებით გაართვეს.

შემდეგ შეხვედრამდე ძალების აღსადგენად ერთი კვირა გვაქვს,
მერე კი ჩემპიონთა ლიგა იწყება. "ჩელსისთან" დაპირისპირებაზე კენჭისყრის შემდეგ ვფიქრობ. მის თამაშს ვუყურებთ და ვაანალიზებთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული