ხუმრობა თუ რეალობა - პერესი ასენსიოს სანაცვლოდ ასტრონომიულ თანხას ითხოვს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველის მარკო ასენსიოს შეძენა პრემიერლიგის გრანდებს რომ სურთ, ახალი ამბავი არაა. მისი დამატებით ისეთი გუნდები არიან დაინტერესებულნი, როგორებიც "მანჩესტერ იუნაიტედი" და ლონდონის "ჩელსი" არიან.

22 წლის ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ის წინააღმდეგ შეცვლაზე შემოვიდა და შეტევის ხაზი აშკარად გააძლიერა. მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტები "სამეფო კლუბის" პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს ასენსიოს მომავალზე დაეკითხნენ, რომელმაც განაცხადა, რომ მარკოს მხოლოდ 700 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა.
ასევე დაგაინტერესებთ