ტებასი: ყვითელი ბარათის განზრახ მიღების მცდელობისთვის სუარესი უნდა დაისაჯოს

AutoSharing Option
ლა ლიგას პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა "ბარსელონას" თავდამსხმელის ლუის სუარესის მიერ "ჟირონასთან" მატჩში გაფრთხილების განზრახ მიღების მცდელობაზე გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, სუარესს უნდოდა "ლას პალმასთან" შეხვედრა გამოეტოვა და "ატლეტიკოსთან" ეთამაშა.

"ამისათვის სუარესი უნდა დაისაჯოს. მსაჯს რომ ყვითელი ბარათი ეჩვენებინა, ეს ურუგვაელისთვის მე-5 გაფრთხილება იქნებოდა, "ლას პალმასთან" შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა და "ატლეტიკოსთან" მნიშვნელოვან მატჩში იასპარეზებდა.

ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რათა პრიმერაზე მსგავსი რამ არ მოხდეს.

პეპ გვარდიოლა? ყვითელი ბაფთის ტარებისთვის დასასჯელია. ფეხბურთი და პოლიტიკა ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ".

"ბარსას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ
გადაწყვიტა თავის დაზღვევის მიზნით სუარესი "ლას პალმასთან" არ ათამაშოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული