"ესპანიოლმა" "რეალი" 2007 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 26-ე ტურის პირველ მატჩში "რეალმა", რომელმაც დასვენების საშუალება მისცა გუნდის ლიდერ რონალდოს, ბარსელონაში "ესპანიოლთან" 0:1 დამარცხდა.

ამ შეხვედრას ბარსელონაში დიდი ინტერესი არ გამოუწვევია, 40-ათასიანი სტადიონი სანახევროდ ძლივს გაივსო.

პირველ ტაიმში მასპინძელთა გუნდის ფორვარდმა ჟერარ მორენომ გოლი გაიტანა და მსაჯმა ხოსე მარია სანჩეს მარტინესმა შეცდომით დაააფიქსირა თამაშგარე მდგომარეობა, შემდეგ კი სტუმართა თავდამსმელის გარეთ ბეილის შეტევისას "ესპანიოლის" მცველს ვიქტორ სანჩესს ხელზე მოხვდა ბურთი, არბიტრმა კვლავ შეცდომა დაუშვა და თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.

69-ე წუთზე "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა შეტევის გასაძლიერებლად შეცვლაზე
ისკოს ნაცვლად კარიმ ბენზემა შეუშვა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. 90+3-ე წუთზე კი აქტიურმა ჟერარ მორენომ მარჯვენა ფლანგიდან სერხიო გარსიას გადაცემული ბურთი კეილორ ნავასის კარში გადაგზავნა და "ესპანიოლმა" "სამეფო გუნდს" 2007 წლის შემდეგ პირველად სძლია.

ისიც აღსანიშნავია, რომ "ესპანიოლს" ბოლოს "რეალისთვის" გოლი უკანასკნელად 2015 წლის მაისში ჰქონდა გატანილი. კატალონიურმა გუნდმა 27 წლის შემდეგ პირველად ერთ სეზონში მოუგო "ბარსელონას", "რეალს" და "ატლეტიკოს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული