00:59 28-02-2018
"ესპანიოლმა" "რეალი" 2007 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა [VIDEO]
AutoSharing Option
ამ შეხვედრას ბარსელონაში დიდი ინტერესი არ გამოუწვევია, 40-ათასიანი სტადიონი სანახევროდ ძლივს გაივსო.
პირველ ტაიმში მასპინძელთა გუნდის ფორვარდმა ჟერარ მორენომ გოლი გაიტანა და მსაჯმა ხოსე მარია სანჩეს მარტინესმა შეცდომით დაააფიქსირა თამაშგარე მდგომარეობა, შემდეგ კი სტუმართა თავდამსმელის გარეთ ბეილის შეტევისას "ესპანიოლის" მცველს ვიქტორ სანჩესს ხელზე მოხვდა ბურთი, არბიტრმა კვლავ შეცდომა დაუშვა და თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.
69-ე წუთზე "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა შეტევის გასაძლიერებლად შეცვლაზე ისკოს ნაცვლად კარიმ ბენზემა შეუშვა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. 90+3-ე წუთზე კი აქტიურმა ჟერარ მორენომ მარჯვენა ფლანგიდან სერხიო გარსიას გადაცემული ბურთი კეილორ ნავასის კარში გადაგზავნა და "ესპანიოლმა" "სამეფო გუნდს" 2007 წლის შემდეგ პირველად სძლია.
ისიც აღსანიშნავია, რომ "ესპანიოლს" ბოლოს "რეალისთვის" გოლი უკანასკნელად 2015 წლის მაისში ჰქონდა გატანილი. კატალონიურმა გუნდმა 27 წლის შემდეგ პირველად ერთ სეზონში მოუგო "ბარსელონას", "რეალს" და "ატლეტიკოს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული