"ბარსელონამ" "ატლეტიკო" დაამარცხა, ლეო მესიმ მე-600 გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას 27-ე ტურში "ბარსელონამ" "ნოუ კამპზე" უახლოესი მდევარი "ატლეტიკო" 1:0 დაამარცხა და 8 ქულით ჩამოიტოვა უკან. თამაშს 90 356 მაყურებელი დაესწრო.

მასპინძლები სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს, ხოლო როხიბლანკოს ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა, რომელიც გოლის გატანას პირდებოდა გულშემატკივრებს, თავი ვერაფრით ვერ გამოიჩინა.

ერთადერთი გოლი მატჩში 26-ე წუთზე ულამაზესი საჯარიმო დარტყმით ლეო მესიმ გაიტანა. ეს მისი მე-600 გოლია კარიერაში (747 მატჩში), რომელთაგან 539 "ბარსაში" გაიტანა, ხოლო 61 არგენტინის ნაკრებში.

ამ სეზონში პრიმერაზე ლიონელმა 24-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა
კარი, სულ კი მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე თავის გუნდში 33 გოლი გაიტანა.

ასულგრანამ ამ სეზონში 100 გოლი გაიტანა: 67 ესპანეთის ჩემპიონატზე, 19 ქვეყნის თასზე, 1 სუპერთასზე, 7 ჩემპიონთა ლიგაზე, 6 კი ჩემპიონთა საერთაშორისო თასზე.
მკითხველის კომენტარები / 2 /
600 ქულა ბევრ კარგ კალათბურთელს არ აქვს მოტანილი თავისი გუნდისთვის, კარიერის მანძილზე...))) მართლა გენიალური ფეხბურთელია!
dima
10:38 05-03-2018
0
გაჭირვებულ ლეგანესთან გაჯეჯილებული გრიზმანი ბარსამ რეალობაში დააბრუნა.
BARCA CHAMPION
10:27 05-03-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული