ვალვერდე: არც მინდა წარმოვიდგინო, რა იქნებოდა, მესის რომ "ატლეტიკოში" ეთამაშა

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავკაცმა ერნესტო ვალვერდემ პრიმერას 27-ე ტურში "ატლეტიკოსთან" 1:0-ზე მოგებულ მატჩზე გააკეთა კომენტარი:

"სატურნირო მდგომარეობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი მატჩი იყო. 8-ქულიანი სხვაობა უკვე სერიოზული უპირატესობაა. ეს 2 ქულა არაა. წინ გადავდგით ნაბიჯი.

პირველ რიგში ბიჭების ბრძოლისუნარიანობით ვამაყობ. მოგება გაგვიჭირდა, რადგან როხიბლანკოს შესანიშნავი დაცვა ჰყავს.

მსოფლიოში მესის დარი ფეხბურთელი არ არის. არც მინდა წარმოვიდგინო, რა იქნებოდა, მას რომ "ატლეტიკოში" ეთამაშა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული