ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ბრაზილიელმა მძიმე ტრავმა მიიღო და პრაქტიკულად, ამ სეზონის გამოტოვება მთლიანად მოუწევს.
ჟურნალისტისვე თქმით, ბრაზილიელს პსჟ-ის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა ძალიან გაუფუჭდა და პარიზიდან აბარგების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს შეიძლება იყოს.
ნეიმარი უკვე ესაუბრა ყოფილ თანაგუნდელებს "ბარსელონაში" და მათ უთხრა, რომ იმედი აქვს, კატალონიური კლუბის ფორმას კვლავ მოირგებს.