რაული მადრიდის "რეალში" მწვრთნელად იმუშავებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი მომდევნო თვეში "სამეფო კლუბში" სამწვრთნელო საქმიანობას დაიწყებს.

ესპანური Marca-ს ინფორმაციით, რაული, რომელმაც კარიერა 2015 წელს დაასრულა, მწვრთნელის ლიცენზიას აიღებს და "რეალის" 18-წლამდელთა გუნდს ჩაუდგება სათავეში.

შეგახსენებთ, რომ რაული "რეალში" 1994 წლიდან 2010 წლამდე თამაშობდა. ესპანელი "სამეფო კლუბის" მაისურით 6-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ხუთჯერ აღიარეს ესპანეთის წლის ფეხბურთელად.

გარდა ამისა, რაული "შალკეში", "ალ-სადსა" და "ნიუ იორკ კოსმოსში" თამაშობდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული