2011-12 წლების სეზონში, პორტუგალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, "სამეფო კლუბმა" 100 ქულა დააგროვა და ჩემპიონი გახდა. მეორე ადგილზე გასული "ბარსელონა" კი 9 ქულით ჩამოიტოვა.
თუ დარჩენილი 9 მატჩიდან კატალონიელები ყველა მათგანს მოიგებენ, ისინი 102 ქულას დააგროვებენ და მადრიდის "რეალის" შედეგს გააუმჯობესებენ.