"შიდა სამზარეულოს ინფორმაციას გაგანდობთ. ყველამ იცის, რომ ფეხბურთელებს WhatsApp-ის საერთო ჩატში აქვთ მიმოწერა.
ერთი საყვარელი ჩატი მაქვს, რომლითაც გაგაკვირვებთ. მედიას რომ ადევნოთ თვალი, გეგონებათ, რომ ერთმანეთს ვერ ვიტანთ.
გასულ წელს WhatsApp-ში საერთო ჩატი შევქმენი "რეალისა" და "ბარსელონას" ფეხბურთელებისთვის, რომლებიც ესპანეთის ნაკრებში გამოდიან. სინამდვილეში ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს.
ტაქტიკაზე ვკამათობთ, საფეხბურთო ფილოსოფიასა და წიგნებზე, რომლებსაც ვკითხულობთ. რა თქმა უნდა, ვხუმრობ. ერთადერთი, რასაც ვაკეთებთ ჩატში, ერთმანეთს "რეალსა" და
ყველაზე სახალისო მიმოწერა ახლა გვაქვს, როცა "რეალს" 15 ქულით ვუსწრებთ. თანაც, ამ დროს ძალიან კრეატიული გავხდი პასუხებში.
გასულ სეზონში, როცა "რეალის" ფეხბურთელები ყველგან იმარჯვებდნენ, თავს კომფორტულად გრძნობდნენ. ყოველთვის რაღაც სისულელეს მეუბნებოდნენ, როცა დამინახავდნენ. ისინი იღიმოდნენ, კუნთებს ამარიაჟებდნენ, Hala Madrid!-ს გაიძახოდნენ და თასის "სმაილებს" პოსტავდნენ.
ამ სეზონში სხვა განწყობაა. ისინი "ინსტაგრამში" დაწერენ: 3 ქულა, ვაგრძელებთ მუშაობას. მე კი მათ WhatsApp-ში ვწერ: "ბიჭებო, რატომ ხართ ასეთი სერიოზულები?" და აუცილებლად ცრემლებამდე მოხარხარე "სმაილს" ვამატებ. ჩატს განსაკუთრებული სახელიც მოვუფიქრე: "გილოცავ!" - ამბობს პიკე.
მომზადებულია theplayerstribune-ის მიხედვით