ოღონდ "ბარსელონაში" გადავიდეს და ანტუან გრიზმანი ხელფასის შემცირებაზეც თანახმაა

AutoSharing Option
კატალონიური "სპორტი" ირწმუნება, რომ "ბარსელონაში" გადასასვლელად "ატლეტიკოსა" და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი ანტუან გრიზმანი გასამრჯელოს შემცირებაზეც თანახმაა.

გამოცემის მტკიცებით, ფეხბურთელი "ბარსელონას" ხელმძღვანელობას კონტრაქტის დეტალებზე პრაქტიკულად შეუთანხმდა, მზადაა იმაზე ნაკლები ანაზღაურება ჰქონდეს, ვიდრე როხიბლანკოში აქვს, მაგრამ ტურნირების მოგებისა და ინდივიდუალური მიღწევებისთვის ბონუსები მოითხოვა.

მან ადრე თქვა, რომ კარიერის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მუნდიალამდე უნდა მიიღოს, რათა ტურნირზე მშვიდად გაემგზავროს და იქ ჟურნალისტებმა კითხვებით არ შეაწუხონ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ანტუანს უნახავენ 7 ნომერ მაისურს ბარსაში მაგიტომ არ მისცეს კოუტინიოს
ტოტტი
03:11 26-03-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული