ლა ლი­გა. XXX ტუ­რის წინ: აქეთ მე­სი, იქით კოშ­ტა...

AutoSharing Option
"ფი­ფას დღე­ე­ბი" დას­რუ­ლე­ბუ­ლია. სხვებ­თან ერ­თად ლა ლი­გაც ბრუნ­დე­ბა, თუმ­ცა სა­ნაკ­რე­ბო პა­უ­ზამ ეს­პა­ნუ­რი კლუ­ბე­ბი აზა­რა­ლა. "ბარ­სას" ლი­ო­ნელ მე­სი და­უ­შავ­და, ხო­ლო "ატ­ლე­ტი­კოს" დი­ე­გო კოშ­ტა...

ლა ლი­გის ფი­ნიშს 9 ტუ­რი გვა­შო­რებს. ერ­ნეს­ტო ვალ­ვერ­დეს "ბარ­სე­ლო­ნამ" ეს სა­ფი­ნი­შო მო­ნაკ­ვე­თი, წე­სით, დი­დი პრობ­ლე­მე­ბის გა­რე­შე უნ­და დაძ­ლი­ოს, ერ­თა­დერ­თი მდე­ვა­რი "ატ­ლე­ტი­კო" 11 ქუ­ლით ჩა­მორ­ჩე­ბა და ამ­ხე­ლა უპი­რა­ტე­სო­ბას კა­ტა­ლო­ნი­უ­რი გრან­დი არაფ­რით გა­ა­ნი­ა­ვებს.

ტუ­რის ცენ­ტ­რა­ლუ­რი მატ­ჩი "სან­ჩეს პის­ხუ­ან­ზე" შა­ბათს გა­ი­მარ­თე­ბა, ვინ­ჩენ­ცო მონ­ტე­ლას "სე­ვი­ლია" ლი­დერ "ბარ­სე­ლო­ნას" უმას­პინ­ძ­ლებს. ამ ეტა­პის­თ­ვის მე-6 ად­გილ­ზე მყოფ "სე­ვი­ლი­ას" ევ­რო­პა­ლი­გის ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის საგ­ზუ­რიც კი არ გა­უ­ნაღ­დე­ბია.

ორი­ვე
გუნდს წინ ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის მატ­ჩე­ბი ელის 3 აპ­რილს "სე­ვი­ლია" იქ­ვე "ბა­ი­ერნს" ეთა­მა­შე­ბა. ხო­ლო "ბარ­სა" მე­ო­რე დღეს "რო­მას" მას­პინ­ძ­ლობს. ასე რომ, მთლი­ა­ნად ლა ლი­გა­ზე კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბა გუნ­დებს არ გა­მო­უ­ვათ.

მას­პინ­ძ­ლებს არ ეყო­ლე­ბათ პაბ­ლო სა­რა­ბია. სა­ეჭ­ვოა კა­რი­სოს, კორ­ში­ას, ეს­კუ­დე­რო­სა და ხე­სუს ნა­ვა­სის თა­მა­ში. კა­ტა­ლო­ნი­ე­ლებს სერ­ხიო ბუს­კეტ­სი გა­მო­აკ­ლ­დათ. საფ­რან­გე­თის ნაკ­რებ­ში და­შავ­და ლუ­კა დი­ნი და ის 3 კვი­რას ვერ ითა­მა­შებს. "ფი­ფას დღე­ებ­მა" "ბარ­სას" ხუ­თი ფეხ­ბურ­თე­ლი და­ა­ზა­რა­ლა: მე­სი, გერ­მა­ნე­ლი მე­კა­რე ტერ შტე­გე­ნი, დი­ნი, ან­დ­რეს ინი­ეს­ტა და ჟე­რარდ პი­კე.

ან­და­ლუ­სი­ე­ლებ­თან სა­ეჭ­ვოა დე­ნის სუ­ა­რე­სი­სა და სე­მე­დუს თა­მა­ში. მე­სის რაც შე­ე­ხე­ბა, ვალ­ვერ­დემ თქვა, რომ მი­სი ტრავ­მა სუ­ლაც არ არის სე­რი­ო­ზუ­ლი, მაგ­რამ გა­რის­კავს კი არ­გენ­ტი­ნე­ლით ბას­კი მწვრთნე­ლი ლი­გის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი და­პი­რის­პი­რე­ბის წინ?

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მე­სის არ უთა­მა­შია მად­რიდ­ში, რო­ცა მი­სი არ­გენ­ტი­ნა საშ­ვი­ლიშ­ვი­ლოდ შერ­ცხ­ვა ეს­პა­ნეთ­თან 1:6.

"რე­ა­ლი" კა­ნა­რის კუნ­ძუ­ლებ­ზე "ლას პალ­მასს" სტუმ­რობს, ზი­ნე­დინ ზი­დან­მა ლუ­კა მოდ­რიჩს და­მა­ტე­ბი­თი დას­ვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა მის­ცა. ნაკ­რებ­ში გაბ­რ­წყი­ნე­ბულ ის­კოს კი კლუბ­ში ისევ უკა­ნა პლან­ზე მო­უ­წევს გა­დას­ვ­ლა. "რე­ალს" არ ეყო­ლე­ბა დის­კ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და­ნი კარ­ვა­ხა­ლი.

"ატ­ლე­ტი­კო" "დე­პორ­ტი­ვოს" უმას­პინ­ძ­ლებს. დი­ე­გო კოშ­ტამ არ­გენ­ტი­ნის ნაკ­რებს გო­ლი გა­უ­ტა­ნა და იქ­ვე ტრავ­მა მი­ი­ღო, თუმ­ცა ის ალ­ბათ ითა­მა­შებს გა­ლი­სი­ე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ. "ატ­ლე­ტი­კო" სა­ნაკ­რე­ბო პა­უ­ზამ­დე ცუდ ფორ­მა­ში იყო ბო­ლო სამ ტურ­ში ორი მატ­ჩი წა­ა­გო (მა­შინ, რო­ცა მა­ნამ­დე მხო­ლოდ ერ­თი მარ­ცხი ჰქონ­და ჩემ­პი­ო­ნატ­ში). მე­ოთხე­ად­გი­ლო­სა­ნი "ვა­ლენ­სია" მად­რიდ­ში "ლე­გა­ნესს" სტუმ­რობს.

ფაქ­ტე­ბი
  • ლა ლი­გა­ში ამ­ჟა­მად ყვე­ლა­ზე დი­დი მო­გე­ბა­თა სე­რია "ბარ­სე­ლო­ნას", "რე­ალ­სა" და "ვა­ლენ­სი­ას" აქვთ 33 თა­მა­ში.
  • ზე­დი­ზედ სა­მი ტუ­რია აგებს "ალა­ვე­სი".
  • "ბარ­სე­ლო­ნამ" ლა ლი­გა­ში ბო­ლო 36 მატ­ჩი­დან 30 მო­ი­გო.
  • "მა­ლა­გამ" ბო­ლო 14 ტუ­რი­დან 11-ში გო­ლის გა­ტა­ნა ვერ მო­ა­ხერ­ხა.
  • "ატ­ლე­ტი­კომ" ლა ლი­გა­ში ბო­ლო 9 სა­ში­ნაო მატ­ჩი­დან 8 მო­ი­გო.
  • ბო­ლო 5 სა­ში­ნაო მატ­ჩ­ში "ატ­ლე­ტი­კოს" ბურ­თი არ გა­უშ­ვია.
  • "დე­პორ­ტი­ვოს" ბო­ლო 9 სა­გა­რეო მატ­ჩი­დან 8 წა­გე­ბუ­ლი აქვს.
  • "რე­ალს" ბო­ლო 23 სა­გა­რეო მატ­ჩი­დან 21-ში არ წა­უ­გია ლა ლი­გა­ში.
  • "ბარ­სე­ლო­ნამ" "სე­ვი­ლი­ას" ბო­ლო 5 ურ­თი­ერ­თ­და­პი­რის­პი­რე­ბა მო­უ­გო.
  • "ბარ­სე­ლო­ნას" ბო­ლო 7 ტურ­ში 5 "მშრა­ლი" მატ­ჩი და­უგ­როვ­და.
  • "ვა­ლენ­სი­ამ" ლა ლი­გის ბო­ლო 7 მატ­ჩი­დან 6 მო­ი­გო.
  • "ალა­ვეს­მა" ბო­ლო 7 სა­გა­რეო მატ­ჩი­დან 6 დათ­მო.

ლა ლი­გა. XXX ტუ­რი
შა­ბა­თი, 31 მარ­ტი
ჟი­რო­ნა-ლე­ვან­ტე 15:00
ბილ­ბაო-სელ­ტა 18:15
ლას პალ­მა­სი-რე­ა­ლი 20:30
სე­ვი­ლია-ბარ­სე­ლო­ნა 22:45

კვი­რა, 1 აპ­რი­ლი
ეს­პა­ნი­ო­ლი-ალა­ვე­სი 14:00
ლე­გა­ნე­სი-ვა­ლენ­სია 18:15
ეიბა­რი-სო­სი­ე­და­დი 20:30
მა­ლა­გა-ვი­ლი­ა­რე­ა­ლი 20:30
ატ­ლე­ტი­კო-დე­პორ­ტი­ვო 22:45

ორ­შა­ბა­თი, 2 აპ­რი­ლი
ხე­ტა­ფე-ბე­ტი­სი 23:00

ბომ­ბარ­დი­რე­ბი: 25 ლი­ო­ნელ მე­სი (ბარ­სე­ლო­ნა); 22 კრიშ­ტი­ა­ნო რო­ნალ­დო (რე­ა­ლი); 21 ლუ­ის სუ­ა­რე­სი (ბარ­სე­ლო­ნა); 17 ან­ტუ­ან გრიზ­მა­ნი (ატ­ლე­ტი­კო), კრის­ტი­ან სტუ­ა­ნი (ჟი­რო­ნა); 16 იაგო ას­პა­სი (სელ­ტა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული